მიქაძე თინათინ გიორგის ასული

მიქაძე თინათინ გიორგის ასული (დ. 15. VI. 1955, თბილისი), ორთოდონტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2004). 1979 დაამთავრა თსსი, 1981 – კლინ. ორდინატურა. იყო ამავე ინ-ტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიური კათედრის ასისტენტი (1982–93), დოცენტი (1999–2002), ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის პროფესორი (2002–06), 2009-იდან – თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტ. ხელმძღვ. და სრული პროფესორი, 2014-იდან – საქართვ. ორთოდონტთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

მ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება ორთოდონტიის, პედიატრიის, ეპიდემიოლოგიის, ორთოპედიის, ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიის, იმუნოლოგიის, პაროდონტოლოგიის აქტუალურ საკითხებს.

თხზ.: სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა, თბ., 2018.