მიქაძე დემურ გიორგის ძე

მიქაძე დემურ გიორგის ძე (15. I. 1942, სამტრედია, – 19. VII. 2018, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1993), საქართვ. შსს დამს. მუშაკი (2001). მუშაობდა მარნეულის რ-ნის სპორტკომიტეტის თავ-რედ, მარნეულის პარტიის რაიკომის მდივნად, 1985-მდე – თბილ. მილიციის, ასევე კოლონიების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1994–98 – საქართვ. შს მინისტრის მოადგილედ, 1993–97 – თბილ. შს მთ. სამმართველოსა და 1998–2001 შსს ეკოლოგიის პოლიციის მთ. სამმართველოს უფროსად, 2001–02 საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავ-რედ. 2002 გადადგა თანამდებობიდან. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1994), II (1995) ხარისხისა და ღირსების (1996) ორდენებით.

მ. გოგიტიძე