მიქაშავიძე თეიმურაზ არჩილის ძე

მიქაშავიძე თეიმურაზ არჩილის ძე (24. II. 1934, დაბა ჩაქვი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 20. IV. 2021, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2003), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1983). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი სპეციალობით არქიტექტურა (1958). 1958–2008 მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ (არქიტექტორი, უფრ. არქიტექტორი, არქიტ. ჯგუფის ხელმძღვ. და პროექტის მთ. არქიტექტორი). ნამუშევრები: დიდუბე-საბურთალოს საბაგირო გზის სადგურები (1962); მეტროპოლიტენის ქვედა სადგური „მარჯანიშვილის მოედანი“ (1966, ავტორთა ჯგუფთან ერთად); რესტორანი „მარაბდა“ თბილისი–რუსთავის გზატკეცილზე (1971); ვაჟა-ფშაველას ძეგლი (1973; არქიტ. რ. კიკნაძესთან ერთად, მოქანდაკე გ. ოჩიაური); ცენტრ. ტელეგრაფის შენობა (1978; არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად, საქართვ. სახელმწ. პრემია); სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური (1981); სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი კუს ტბაზე (1981; ყველა აღნიშნული ნამუშევარი მდებარეობს თბილისში); გ. ტაბიძის ძეგლი ქუთაისში (1990; მოქანდაკე გ. შხვაცაბაია) და სხვ.