მირზაანი, სოფელი კახეთის რეგიონის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ივრის ზეგანზე, გომბორის ქედის სამხრ. -აღმ. კალთაზე, ზ. დ. 770 მ, დედოფლისწყაროდან 28 კმ. 433 მცხ. (2014).
მ-ის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ალავერდის ეკლესია და ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი.