მირვეთი

მირვეთი, სოფელი აჭარის არ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (აჭარისწყლის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. ჭოროხის მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 60, ხელვაჩაურიდან 9 კმ. 57 მცხ. (2014). მ-ში მრავლად გვხვდება კოლხური ბზა, რ-იც წითელ წიგნშია შეტანილი. სოფელში რეკრეაციული დანიშნულებისაა ჩანჩქერი და ქვის თაღოვანი ხიდი.