მინჩხური, ქართულ ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრებული მეტრული ზომის სახეობა, რომლის შემომტანად მიიჩნევენ იოანე მინჩხს. მ-ის გამართულ ჰიმნოგრაფიულ კანონში სტროფულ-ტაეპობრივი სალექსო ზომა იცვლებოდა არა 9-ჯერ (ოდების რაოდენობის შესაბამისად), არამედ 5-ჯერ – ერთნაირი სალექსო ზომით იწერებოდა II და III, აგრეთვე IV, V, VI და VII ოდები. მ-ით არის დაწერილი იოანე მინჩხის აკროსტიქული „გალობანი გიორგისნი“ (ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი Sin-2).
ლიტ.: ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული 7 ტომად, ტ. 3, თბ., 1965.