მინისტრთა საბჭო, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო საბჭოთა საქართველოში, მთავრობა. 1946 წ. მარტამდე ეწოდებოდა სახ. კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო).
მ. ს-ს კომპეტენცია განსაზღვრული იყო 1978 კონსტიტუციით და კანონით საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს შესახებ. იგი გამოსცემდა დადგენილებებსა და განკარგულებებს. მ. ს. შედგებოდა თავ-რის, თავ-რის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და მინისტრებისგან. მასში ასევე შედიოდნენ სახელმწ. კომიტეტების თავ-რეები, მმართველობის ზოგიერთი სხვა ორგანოს ხელმძღვანელები და ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავ-რეები.
საქ. სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წ. 28 ოქტომბერს დანიშნული მრავალპარტიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალამ 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მიიღო საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. დამოუკიდებელი საქართვ. აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ჩამოყალიბდა 1995 წ. 24 აგვისტოს კონსტიტუციით. მ. ს-ს ფუნქციებს დღეისათვის ახორციელებს საქართვ. მთავრობა.
იხ. აგრეთვე სტატია მთავრობა.
ი. უჯმაჯურიძე