მინთაძეები

მინთაძეები, სოფელი აჭარის არ-ის ხულოს მუნიციპალიტეტში (ღორჯომის ადმ. ერთეული). მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1320 , ხულოდან 16 კმ. 175 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.