მინდვრის ჭრიჭინა

მინდვრის ჭრიჭინა (Gryllus campestris), სწორფრთიანათა რიგის მწერი. აქვს 12–18 მმ სიგრძის შავი სხეული. მატლი მოშავოა, 2-იდან 10 მმ-მდე. ნაირჭამია მავნებელია. მატლი და იმაგო იკვებება მცენარის მწვანე ნაწილებით, ნამჯით, ფესვებით, ღეროებით, მარცვლებით. ადრე გაზაფხულზე აზიანებს სიმინდს, ჯეჯილს, მზესუმზირას, ლობიოს, ბოსტნეულ კულტურებს, შაქრის ჭარხალს, თამბაქოს და სხვა მცენარეებს. მ. ჭ. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. დიდი ზიანი მოაქვს აღმ. რ-ნებისათვის. მატლი ან იმაგო ნიადაგში ზამთრობს. წელიწადში იძლევა ერთ თაობას. მის წინააღმდეგ იყენებენ ბრძოლის აგროტექნიკურ და ქიმ. საშუალებებს.

გ. ალექსიძე