მინდაძე ალექსი ალექსის ძე (7. III. 1911, სოფ. ერკეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 7. IX. 1985), ნევროპათოლოგი; მედ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
1932 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1942); 1943–45 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნ.-პროფ. სამმართველოს უფროსი, 1945–49 – საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის I მოადგილე, 1954–66 – თსსი-ის ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი, 1966-იდან – ამავე კათედრის გამგე.
მ. იკვლევდა ნერვული სისტემის ინფექციური, ტრავმული და სისხლძარღვოვანი პათოლ. პრობლემებს. აღწერა ახ. სიმპტომი ლუმბო-საკრალური რადიკულიტის დროს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ტრავმული ეპილეფსია, თბ., 1950; ნერვული დაავადებანი, თბ., 1976; ნევროლოგიის ისტორიისათვის საქართველოში, თბ., 1982.