მინდაძე ალექსანდრე ანატოლის ძე (დ. 26. IV. 1949, მოსკოვი), სცენარისტი და კინორეჟისორი. რსფსრ ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1984), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1991). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სასცენარო ფაკ-ტი (1972). მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „სიტყვა დაცვისათვის“ (1977; იმავე წელს საკავშ. კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის; სსრკ ლენინური კომკავშირის პრემია, 1979), „მოსახვევი“ (1978), „მელიებზე ნადირობა“ (1980), „გაჩერდა მატარებელი“ [1982, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის; ძმები ვასილიევების სახ. რსფსრ სახელმწ. პრემია, ორივე 1984], „პლანეტების აღლუმი“ (1984), „პლუმბუმი, ანუ სახიფათო თამაში“ (1986; იმავე წელს სენატის ოქროს მედალი ვენეციის საერთაშ. კინოფესტივალზე), „მსახური“ (1988; რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ საუკეთესო სცენარისთვის, 1989; სსრკ სახელმწ. პრემია), „პიესა მგზავრისთვის“ (1995; იმავე წელს – ბერლინის საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი „ვერცხლის დათვი“), „ჟამი მოცეკვავისა“ (1997; რუს. კინომცოდნეთა და კინოჟურნალისტთა პრემია „ოქროს ვერძი“, პრემია „ნიკა“ საუკეთესო სცენარისთვის, ორივე 1997; ყველა ფილმის რეჟ. ვ. აბდრაშიტოვი), „მამუკა“ (ა. გრებნევთან ერთად, რეჟ. ე. გინზბურგი, 2001), „ტრიო“ (რეჟ. ა. პროშკინი, 2003), „მაგნიტური ქარიშხლები“ (რეჟ. ვ. აბდრაშიტოვი, 2003; იმავე წელს პრემია „ოქროს ვერძი“, პრემია „ნიკა“ საუკეთესო სცენარისთვის), „კოსმოსი, როგორც წინათგრძნობა“ (რეჟ. ა. უჩიტელი, 2005; იმავე წელს პრემია „ოქროს ვერძი“ და „ოქროს არწივი“ საუკეთესო სცენარისთვის) და სხვ. როგორც რეჟისორმა საკუთარი სცენარებით გადაიღო ფილმები: „განტვირთვა“ (2007; იმავე წელს რუს. კინომცოდნეთა და კინოკრიტიკოსთა გილდიის პრემია „თეთრი სპილო“ საუკეთესო სცენარისა და სარეჟისორო დებიუტისთვის), „შაბათ დღეს“ (2010; პრემია „ოქროს არწივი“, 2011), „საყვარელი ჰანსი, ძვირფასი პიოტრი“ (2015; პრემია „ოქროს არწივი“, 2016; პრემია „ნიკა“ საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის და სცენარისთვის; რუს. კინომცოდნეთა და კინოჟურნალისტთა ეროვნ. პრემია „თეთრი სპილო“ საუკეთესო ფილმის, სცენარისა და რეჟისურისთვის, ყველა 2016) და სხვ. მიღებული აქვს ეროვნ. და საერთაშ. კინოპრემიები კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მ. კერესელიძე