მილისი

მილისი, სოფელი აჭარის არ-ის ქედის მუნიციპალიტეტში (მახუნცეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. აჭარისწყლის (ჭოროხის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს, ზ. დ. 550 , ქედიდან 16 კმ, ბათუმიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 33 კმ. 123 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.