მიკროლითი (ლათ. mikros – პატარა, მცირე და lithos – ქვა), მცირე ზომის ქვის იარაღი, ზოგჯერ გეომ. – სამკუთხედის, ტრაპეციის, სეგმენტისა და სხვ. ფორმის. მეზოლითის ეპოქაში ფართოდ გავრცელდა (გამოიყენებოდა ნეოლითშიც) აფრიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. მ. გამოიყენებოდა ისრისპირებად, ძვლისა და ხის იარაღის ჩასართებად.