ბოლაჯური, სოფელი ადიგენის რ-ნში, ახალციხის ქვაბულში. სოფლის საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ბ., ქვემო ენთელი). ზ. დ. 1220 მ, ადიგენიდან 6 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 888 მცხ. (1989). მემინდვრეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა. მეხილეობის საცდელი სადგური. საბავშვო ბაღი, საშ. ზოგადსაგანმან. სკო-ლა, ბ-კა, კლუბი, საექიმო უბანი. შემორჩენილია XIII ს. ეკლესიის ნანგრევები. ერთნავიანი ნაგებობა თლილი ქვის პერანგით იყო შემოსილი. ზოგი ქვის სიგრძე 1,6 მ-ზე მეტია, შესასვლელის შემკვრელი ქვა სიგანით 2 მ-ს აღემატება. ეკლესია შემკული იყო ჩუქურთმებით.