ბერჭილის შახტი, კარსტული მღვიმე დას. საქართველოში, გაგრის ზონაში, არაბიკის კირქვულ მასივზე, ორთაბა-ლაგანის ტროგული ხეობის ჩრდ. ნაწილში, ზ. დ. 2450 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ-ზედაიურულ კირქვებში; აქვს სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული ორი, ჰორიზონტალურფსკერიანი შესასვლელი, რ-ებიც რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ ვრცელ ჭას ერწყმიან. ჯამური სიღრმე 250 მ. მოცულობა 10 ათ. 83. ჩასასვლელიდან 110 მ-ზე იწყება დიდლოდებიანი ნაზვავი, რ-ის სიმძლავრე 100 მ-მდეა. შორეულ ნაწილში ჯერ კიდევ შეუსწავლელი სხვა ჭების სისტემა იხსნება. კალციტის ნაღვენთები არ არის.
ზ. ტატაშიძე (ტიმტილოზოვი)