„მეცნიერება“

„მეცნიერება“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. დაარსდა 1941 თბილისში. 1964-მდე ეწოდებოდა საქ. სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა. „მეცნიერებას“ ჰქონდა ფიზიკა-მათ., გეოლ.-გეოგრ. და ქიმია-ტექ. ლიტ-რის, ბიოლ., სამედ. ლიტ-რის, ენისა და ლიტ-რის, სოც.-ეკონ. ლიტ-რის რედაქციები. „მეცნიერების“ გამოცემები იყო: ჟურნ. „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, „მაცნე“ სერიებად (ენისა და ლიტერატურის, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ., ფილოს. და ფსიქოლ., ეკონ. და სამართლის, ქიმიის, ბიოლ.), „მეცნიერება და ტექნიკა“. ყოველწლიურად გამოსცემდა 200-ზე მეტი დასახელების წიგნს (საერთო ტირაჟით 400 ათ. ეგზ.).

2004 გამომცემლობა გაუქმდა.