ბოლაჯური

ბოლაჯური, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში. სოფლის საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ბოლაჯური, ქვემო ენთელი). ზ. დ. 1220 მ, ადიგენიდან 6 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 888 მცხ. (1989). მემინდვრეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა. მეხილეობის საცდელი სადგური საბავშვო ბაღი, საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, ბ-კა, კლუბი, საექიმო უბანი.
შემორჩენილია XIII ს. ეკლესიის ნანგრევები. ერთნავიანი ნაგებობა თლილი ქვის პერანგით იყო შემოსილი. ზოგი ქვის სიგრძე 1,6 მ-ზე მეტია, შესასვლელის შემკვრელი ქვა სიგანით 2 მ-ს აღემატება. ეკლესია შემკული იყო ჩუქურთმებით.