გიორგაძე თამაზ ვასილის ძე

გიორგაძე თამაზ ვასილის ძე (დ. 9. I. 1947, ქუთაისი), მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (1977), სსრკ სპორტის ოსტატი (1967). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1970). -ის პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე. თბილისის ჩემპიონი (1968), საქართვ. ორგზის ჩემპიონი (1972, 1973), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი – მე-4 ადგილი, დაუმარცხებლად, 1978). სსრკ სტუდენტთა ორგზის ჩემპიონი (1966, 1969), სტუდენტთა მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (დრეზდენი, 1969), ევროპის ორგზის ჩემპიონი კლუბებს შორის, „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში (1976, 1979). სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადაზე საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში I დაფაზე დაიკავა I ადგილი (1979). იყო ა. კარპოვის მწვრთნელი (1980–86), ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი (1986–92), საქართვ. დამს. მწვრთნელი. მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თ. გიორგაძე