გიგინეიშვილი მანანა ივანეს ასული (დ. 17. VII. 1933, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1970). 1956 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ქართ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით. 1962-98 იყო შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი; 1975-77 - ქართ. ენციკლოპედიის უფრ. სამეცნ. რედაქტორი; 1992-2004 - საქართვ. III-IV-V მოწვევის პარლამენტის წევრი.
გ-ის სამეცნიერო ინტერესის სფეროა ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტ. თარგმნის ესპანური, ფრანგ. გერმ. ინგლ. და რუს. ენებიდან. მისი თარგმანებია: გ. ფლობერის „ჰეროდია“ და „ლეგენდა მწირთა შემფარებელ წმიდა ჟიულიენზე" (1967), რომანი „სალამბო“ (კ. ქილარჯიანთან ერთად, 2014), ხუან რამონ ხიმენესის „პლატერო და მე“ (1997), გაბრიელა მისტრალის პოემები პროზად და მოთხრობები (2008), დიდება შენდა! (ღვთის საგალობლები) (2008), ან ბერნეს „პილატე პონტოელის მემუარები“ (2015), ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „იესო, ძე კაცისა“; „წინასწარმეტყველი“; „წინასწარმეტყველის წალკოტი“; „სიმღერები“ (2014), „ესეველთა ჰიმნები“ (2018), ტომას სტერნზ ელიოტის „კლდე“ (2021). თანაავტორია ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოსი (ქრესტომათია (1999), განხილვა, მასწავლებლის წიგნი (2004) და ვრცელი ნაშრომისა „ძველი ქართული ლიტერატურა“ (2018).
მიღებული აქვს პრემიები „საგურამო" (2006) და „საბა“ (2019).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
ს. მეტრეველი