მაგანა, მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2460 მ სიმაღლეზე. სიგრძე – 24 კმ, აუზის ფართ. –141 კმ 2. ერთვის მდ. ენგურს ქ. ჯვართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 8,1 მ 3/წმ. მ-ის სათავეში, ზ. დ. 2654 მ მდებარეობს ტობავარჩხილის ტბა.
ი. აფხაზავა