გიორგაძე ჰამლეტ გრიგოლის ძე (25. VI. 1937, თბილისი, – 1. III. 2005, იქვე), აგრარიკოს-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1984). 1960 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი. 1965-იდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართვ. სახელმწ. აგრარულ უნ-ტში: 1970–76 - მათ. მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგედ; 1976–2005 – სოფ. მეურნეობის ეკონ. კათედრის გამგედ, პრორექტორად (1978–80). ავტორია სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების. მისი სამეცნ. შრომები ეხება სას.-სამ. წარმოების ეკონ. ეფექტიანობის, სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის, აგრ. პოლიტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).