გიორგაძე ჯონდო პარმენის ძე (12. VII. 1934, სოფ. ზემო ხედი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 2008, თბილისი), ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი, საპატიო რკინიგზელი (2002). 1957 დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი. 1958- იდან მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის სპეც. საკონსტრუქტურო ბიუროში (1990-იდან – მთ. კონსტრუქტორი). 1959–64 უშუალოდ მონაწილეობდა ქართული ცვლადი დენის ვლ40 მარკის სამგზავრო ოთხღერძიანი და ვლ10 მარკის სატვირთო რვაღერძიანი მაგისტრალური ელექტრომავლების შექმნაში. შემდგომ წლებში მისი ხელმძღვანელობით ქარხანაში დაინერგა მრავალი მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლე. მუდმივი დენის ოთხღერძიანი ელექტრომავლის 4E1-ის გამოკვლევის, დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვისათვის გ-ს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (2002).
თხზ Особенности электрических схем электровозов ВЛ 11, М., 1982 (თანაავტ. Д. Н. Болашвили).