გიორგაძე ოთარ შოთას ძე (19.II. 1931, ქუთაისი, – 8. I. 2007, ბათუმი), პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საქართვ. პედაგოგიურ მეცნ. აკადემიისა (1998) და საქართვ. განათლების მეცნ. აკადემიის წევრი (2001). 1964 დაამთავრა ბათუმის პედ. ინ-ტის რუსული ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი, 1973 – ლენინგრადის კულტურის უმაღლესი სკოლა. 1949-იდან მუშაობდა ხულოსა და ბათუმის სკოლების მასწავლებლად, აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივ თანამდებობაზე განათლების, კულტურის, სპორტის ორგანიზაციებში. 1993–2007 იყო შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწ. უნ-ტის დაწყებითი განათლების კათედრის გამგე. გ-მ ჩამოაყალიბა ესთეტ. აღზრდის სისტემის თეორ. მოდელი, რ-იც ხელს უწყობს მოზარდი თაობის ჰარმონიულ აღზრდას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.