გიორგაძე მიხეილ პორფილეს ძე [28. II (12.III). 1912, სოფ. ზოდი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 23. XI. 1982, მოსკოვი], სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი (1957– 82). 1941–51 მუშაობდა სსრკ მიწათმოქმედების სახ. კომისარიატში (შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო). 1953–54 – საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე და სოფ. მეურნ. მინისტრი, 1954–56 – საქ. კპ ცკ-ის მეორე მდივანი. 1956–57 – საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე, სსრკ IV–IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები