გიორგაძე ინგა ირაკლის ასული

გიორგაძე ინგა ირაკლის ასული (დ. 30. XI. 1938, თბილისი), ვირუსოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1996). 1962 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1967–72 იყო თბილ. ვაქცინებისა და შრატების სამეცნ.- კვლ. ინ-ტის (ახლანდ. გ. ელიავას სახ. ბაქტეროფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინ-ტი) ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფრ. მეცნ. მუშაკი; 1972–2007 – ამავე ინ-ტის ვირუსოლოგიის ლაბორ. ხელმძღვანელი; 2007-იდან შპს ანალიტიკურ-სადიაგნოსტიკო ცენტრის – „დიაგნოზი-90"-ის ხელმძღვანელი. გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი. მისი შრომები ეხება ვირუსოლოგიის, იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, განსაკუთრებით ინტერფერონის სისტემის შესწავლის სხვადასხვა ასპექტებს.