გიორგაძე თენგიზ შალვას ძე

თ. გიორგაძე

გიორგაძე თენგიზ შალვას ძე (1. IV. 1925, თბილისი, - 20. II. 2012, იქვე), მოჭადრაკე, საერთაშორისო არბიტრი (1972), საჭადრაკო მიმომხილველი, ლიტერატორი და ისტორიკოსი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976), საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1981), საქართვ. დამს. მწვრთნელი (2002). ეროვნ. ოსტატი (1994), პედ. მეცნ. კანდიდატი (2004), პროფესორი (2005). დაამთავრა თსუ (1952). თბილისის ჩემპიონი (1953), სსრკ საპატიო მსაჯი (1985), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი (1994, 1996, 1998), 1948-იდან საქართვ. ჭადრაკის ფედერ. პრეზიდიუმის წევრი (1948–2000), სსრკ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი (1972–75), გაზ. „ლელოს" ჭადრაკის განყ-ბის გამგე (1950– 84), საჭადრაკო გაზ. „მერანის" პირველი რედაქტორი (1984–87), ყოველთვიური ჟურნ. „ჭადრაკის სამყაროს" მთ. რედაქტორი (1997– 2000), საქტელეჭადრაკის ჟურნ. „სამორინეს" წამყვანი და ავტორი (1968–96), საქართვ. ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიაში ჭადრაკის სპეციალიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1977) და პედაგოგი. გამოცემული აქვს 50-მდე წიგნი, მ. შ.: „ქართული ჭადრაკის მატიანე" (სამტომეული, 1995, 1997, 2000), მონოგრაფიები: „თამაშობს ანდრია დადიანი" (1972), „ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა" (1985), „ჩვენი ნონა" (1992), „ჭადრაკის ანბანი" (1965, 1974, 1983, 1999), 10 წიგნი, მიძღვნილი ქალთა მსოფლიო პირველობის მატჩებისადმი (1963–89) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა (1999) და სეოკის პრემიებით.

დ. გურგენიძე