გიორგაძე ვარლამ ნიკოლოზის ძე

გიორგაძე ვარლამ ნიკოლოზის ძე [4 (17). VIII. 1905, ქუთაისი, – 17. V. 1995, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1930 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1937–38 იყო დმანისის რ-ნის მთ. ექიმი და ქირურგი, II მსოფლიო ომის მონაწილე, 1946–52 – თბილ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის დოცენტი, 1952–53 – ტრავმატოლოგიის ინტის აღდგენითი ქირურგიის განყბის გამგე, 1953–66 – აჭარის მთ. ქირურგი, 1966–88 – ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ქირურგიის კათედრის ქუთ. ფილიალის გამგე და ქალაქის მთ. ქირურგი, 1988-იდან – რესპ. კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყ-ბის კონსულტანტი. მიღებული აქვს სახელმწ., მ.შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.

თხზ.: ზურგის ტვინის ანესთეზია, თბ., 1937; ნაწლავთა გაუვალობა, თბ., 1961