გიგოშვილი არჩილ ალექსანდრეს ძე (1907 თბილისი – 69 იქვე), პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავ-რე (1948–51).
1928–34 იყო კომკავშირულ სამუშაოებზე. 1934–39 სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ და, მოსკოვის წითელი პროფესურის ინ-ტებში. 1939-იდან იყო სახკინმრეჭვის სამმართველოს უფროსი, თბილისის კინოსტუდიის მხატვრული ფილმების წარმოების დირექტორი.
სხვადასხვა დროს იყო საქართვ. კპ(ბ) თბილისის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართვ. კპცკ-ის სხვადასხვა განყ-ბათა გამგე, სოცუზრუნველყოფის მინისტრი.
1962-იდან – საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე. იმავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (1962–69).
ლიტ.: ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. I, თბ., 1997.