გილაური ნიკოლოზ ზურაბის ძე (14. II. 1975, თბილისი), პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2009–12).
სწავლობდა თსუ-ის საერთაშ. ეკონომიკური ურთიერთობის ფაკ-ტზე, 1998 დაამთავრა ბორნამენტის (დიდი ბრიტანეთი) კოლეჯის ინგლ. ენის შემსწავლელი კურსები. 1999–2000 სწავლობდა ფილადელფიის ტემპლის უნ-ტის მაგისტრატურაში საერთაშ. ბიზნეს მენეჯმენტს.
1999-იდან მუშაობდა დუბლინის საერთაშ. საფინანსო ცენტრში. 2000 იყო ფილადელფიის მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ფინანსური კონსტულტანტი.
2001 გ. დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა საქართვ. ტელეკომში ფინანსურ კოლსუნტანტად, 2002 – ესპ. კონსორციუმისა იბერდროლას ფინანსურ კონსულტანტად; 2003–04 – ირლანდიურ კომპანია ი-ეს-ბი-ში საქართვ. სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ მაკონტროლებლად.
2004–07 იყო საქართვ. ენერგეტიკის მინისტრი, 2007–09 – ფინანსთა მინისტრი.