გილაშვილი პავლე გიორგის ძე (2. V. 1918, თბილისი, – 1. X. 1994, იქვე), კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწე. სკკპ წევრი 1939-იდან. 1956 დაამთავრა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტ. სკოლა. 1934–37 თბილ. სტალინის სახ. ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქ-ნაში მუშაობდა ზეინკლად. 1937-იდან იყო კომკავშირულ სამუშაოზე, 1939-იდან – წითელ არმიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ იყო პარტ. სამუშაოზე: საქართვ. კომპარტიის თბილ. ლენინის სახ. რაიკომის მეორე, შემდეგ პირველი მდივანი, ცხინვალის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საქართვ. კომპარტიის ცკ-ის ადმ. ორგანოების განყ-ბის გამგე, რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ-ის ინსტრუქტორი. 1967-იდან აფხ. ასსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რე, 1972-იდან საქართვ. კომპარტიის თბილ. საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1976–1989 – საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რე. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რის მოადგილე, სკკპ ცენტრ. სარევიზიო კომისიის წევრი, სსრკ VIII–XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.