გიზეტი ანტონ ლუდვიგის ძე (1836–1911), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, კავკასიოლოგი, სამხ. ისტორიკოსი, ბიბლიოგრაფი.
დაამთავრა გენ. შტაბის აკადემია (1863). სწავლობდა კავკ. ომების ისტორიას, შეადგინა კავკ. ჯარების ქრონიკა (ნაწ. 1–2), რ-იც გამოიცა 1896 თბილისში. მისი ნაწერები შეიცავს საინტერესო მასალას საქართვ. ისტორიის შესახებ.
თხზ.: Библиографический указатель к напечатанным на русском языке сочинениям и статьям о военных действиях русских войск на Кавказе, Тфл., 1901; Сборник сведений о потерях кавказских войск во время войн Кавказско-горской, персидских, турецких и в Закаспийском крае. 1801–1885 гг., Тфл., 1901.
ო. ჟორდანია