გიგინეიშვილი ვალენტინ მირიანის ძე [20. XII. 1887 (1. I. 1888), სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპ. – 10. VIII. 1979, თბილისი], გეოფიზიკოსი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). ქართ. სინოპტიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.
1911 დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი. 1912–30 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1929-იდან მუშაობდა საქართვ. გეოფიზ. ობსერვატორიაში, რეორგანიზაციის შემდეგ (1953-იდან) იყო ამიერკავკ. რეგიონული სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ახლანდ. ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტი) სინოპტიკური განყ-ბის უფროსი მეცნ. თანამშრომელი, ამინდის ბიუროს კონსულტანტი. ძირითადი შრომები აქვს სინოპტიკური მეტეოროლოგიისა, აგრეთვე სეისმოლოგიის დარგში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Ленинаканские землетрясения 22 октября 1926 г., Тб., 1943 (თანაავტ. Е. И. Бюс); Фēны и связанные с ним особенности приземной циркуляции воздуха по Грузии, «Труды Тбил. н.-и. гидрометеорологического ин-та», Тб., 1954; Градобития в Восточной Грузии, М.. 1960.