გიორგი I დადიანი (გ. 1323), ოდიშის (სამეგრელო) ერისთავი, ბედან დადიანის ძე.
პირველად 1293 იხსენიება ოდიშის ერისთავად, თუმცა როდის მიიღო ეს ტიტული, უცნობია. იგი აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდ. ომებში, რ-იც დას. საქართველოში დაიწყო დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ.
გ. I დ-ის დროს ოდიშის საერისთავოში აიგო ხობის ტაძარი. იგი ეკლესიით ხელში გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდ. კედელზე შესაბამისი წარწერით, რ-ის მიხედვით ირკვევა, რომ გ. I დ. ატარებდა მანდატურთუხუცესის ტიტულს. მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ორ აღაპში.
გ. I დ-მა ოდიშის საერისთავოს ცხუმის საერისთავო მიუერთა და ოდიშის საერისთავოს დას. საზღვარი მდ. კოდორიდან ანაკოფიის წყლამდე (დღევანდ. მდ. ფსირცხა) გადაიტანა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბ ე რ ა ძ ე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1967, [ტ.] 3; გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999.
თ. ბერაძე