ბოკუჩავა გივი ვლადიმერის ძე

გ. ბოკუჩავა

ბოკუჩავა გივი ვლადიმერის ძე (დ. 20. I. 1929, ბათუმი), მანქანათმშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).

1952 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. 1952–68 მუშაობდა თბილ. ჩარხთსაშენ ქ-ნაში ინჟინერ-ტექნოლოგად. იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის გამგე (1968–74), მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (1974 – 81), პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ) მექანიკა-მანქანათმშ. ფაკ-ტის დეკანი (1981–88), ხოლო 1989-იდან ამავე უნ-ტში ლაბორ. „სტარტის“ მეცნიერი ხელმძღვანელი.

ბ-ს შრომები ეხება აბრაზიული დამუშავებისა და მოქნილი საწარმოო სისტემების ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნას. ბ-ს ნაშრომი „ალმასისა და ალმასური ქარგოლის ცვეთა“ (თანაავტორი თ. ლოლაძე) ითარგმნა ინგლისურ (1969), ხოლო „ხეხვის პროცესის ტრიბოლოგია“ – ჩეხურ ენაზე (1987).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Износ алмазов и алмазных кругов, М., 1967; Трибология процесса шлифования, Тб., 1984.