გობი

გობი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი

გობი, დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი; „ძელთაგან ამოთლილი ჭურჭელი" (საბა). იხმარება უმთავრესად ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად და სხვ.

გ-ს აკეთებენ „უწვნო", „სუფთა" ხეებისაგან (ცაცხვი, თელა). ასეთი მასალისგან დამზადებული გ. ხმარებისას არ სკდება და არც გემოს აძლევს საჭმელს. გ-ის წარმოება ფართოდ იყო გავრცელებული ქართლსა და იმერეთ-სამეგრელოში.

საქართვ. ეროვნ. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების გ-ების მდიდარი კოლექცია.

ლიტ.: გ ა ს ი ტ ა შ ვ ი ლ ი  გ., ხის დამუშავების ხალხური წესები, თბ., 1962.

გ. გასიტაშვილი