გიმნაზია

center

გიმნაზია, (ბერძნ. gymnasion– სა­ტანვარჯიშო მოედანი, შემდეგ – სახელმწიფო სასწავლო­-აღმზრ­ დელობითი დაწესებულება ძვ. საბერძნეთსა და ელინისტურ აღ­მოსავლეთში), საშუალო ზოგად­ საგანმანათლებლო სასწავლებე­ლი, ჩვეულებრივ, მკვეთრად გა­მოხატული ჰუმანიტარულ­-ფილო­ლოგიური განხრით. პირველი გ. 1526 ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა (1497–1560). 1528 გ. გაიხსნა საქ­სონიაში, ხოლო 1538 – ქ. სტრას­ბურგში. XVI–XVIII სს. გ-­ები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქა­ლაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ­ ბურგში – 1725, მოსკოვში – 1755); XIX ს­ში ავსტრია-უნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, სა­ბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებ­ში. გ. ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვა­დასხვა ქვეყანაში დაარსდა რეა­ლური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარ­დამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლე­ბოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლა­სიკურ გ­-ებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გ-­ის ეს ტიპი მაინც რჩე­ბოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში.

-bottom|thumb|350px|თბილისის კლასიკუ­რი გიმნაზია XX ს. დასაწყისი

გიმნაზია საქართველოში. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი გ. – თბილისის პირველი გიმნაზია – გაიხსნა 1830. 1864­ იდან რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, საქართ­ველოშიც, გატარდა საგანმანათ­ლებლო რეფორმა. დაარსდა სამი ტიპის გ.: ბერძნ. ენის გაძლიერებუ­ლი სწავლებით, ლათ. ენის გაძ­ლიერებული სწავლებითა და რეა­ლური გ. – საბუნებისმეტყველო დისციპლინებისა და თანამედროვე ენების გაძლიერებული სწავლებით. გიმნაზიადამთავრებულებს ჰქონ­დათ სწავლის გაგრძელების უფლე­ბა. პირველი ორი ტიპის გ-­ის დამ­თავრების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, განეგრძოთ სწავლა უნ-­ტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რეალური გ-ის დამთავრების შემდეგ კი – მხოლოდ უმაღლეს ტექ. სასწავლებლებში. XIX ს.60­იან წლებში გაიხსნა ქალ­თა გ­-ებიც. XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში საქართველოში არსებობდა შემდეგი გ-­ები: თბილის­ში – თბილისის ქართული გიმნაზია (1879), სათავადაზნაურო გიმნაზია (1918–21 – ვაჟთა VII გ.), ვაჟთა II (1887–1921), ვაჟთა III (1894– 1921), თბილისის ვაჟთა ქართული (1900–21), ვაჟთა IV (1905–21), ვაჟ­თა V (1908–21), ვაჟთა VI (1912– 20), ქალთა I (1872–1921), ქალთა II (1874–1921), ქალთა III (1884– 1921), ქალთა IV (1903–21), ქალთა V (1906–21), ქალთა VI (1910–21), ქალთა VII (1863–1919), ქალთა VIII (1892–1919) და ქალთა ქართუ­ლი (1906–19) გ­-ები. გ­-ები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში – ვაჟთა (1850–1921), ქუთაისის სათავადაზნაურო ვაჟთა ქართული (1880–1921) და ქალთა (1903–21) გ­-ები; ფოთში – ვაჟთა (1906–21), ქალთა (1902–21); ბა­თუმში – ქალთა (1900–21); გორში – ქალთა (1915–21); ხონში – ვაჟთა (1916–21); ხაშურში – ვაჟთა (1916– 21) გ­-ები. სოხუმში გაიხსნა ქალთა პროგიმნაზიაც. გ-­ების უმრავლე­სობა 1921 შემდეგ გადაკეთდა სახ. განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. ამჟამად გ. არ­სებობს მხოლოდ კერძო სექტორში.

მ. ბაქრაძე

დ. გურგენიძე