გიორგაძე ბეჟან გიორგის ძე

გიორგაძე ბეჟან გიორგის ძე (25. III. 1905, სოფ. ვალე, ახალციხის მაზრა, – 24. XI. 1984, თბილისი), ისტორიკოსი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. XX ს. 20-იან წლებში სწავლობდა სორბონის უნ-ტის სიტყვიერებისა და ჰუმანიტარული მეცნ. ფაკ-ტზე, აქვე გახდა საქართვ. ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაციის „თეთრი გიორგის " წევრი. შემდეგ რომში დაამთავრა ვატიკანის უნ-ტი. მიენიჭა უნ-ტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. ვატიკანის ბ-კაში ეძებდა მასალებს საქართველოს შესახებ. 30-იან წლებში სამშობლოში დაბრუნდა. პოლიტ. შეხედულებათა გამო 1938–46, 1951–56 რეპრესირებული იყო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ისტორიის ინ-ტის ბიბლიოთეკარად და მეცნიერ თანამშრომლად. თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში ასწავლიდა იტალ. ენას. გ-მ გაშიფრა, თარგმნა, დაურთო გამოკვლევები, კომენტარები და გამოსცა საქართვ. ისტორიის შესასწავლად მეტად ღირებული ისტ. წყაროები: ჯუდიჩე მილანელი დონ ჯუზეპე „წერილები საქართველოზე XVII ს." (1964), „ულუგ-ბეგ ბაიათი და მისი რელაციონი XVI ს. საქართველოზე" (1975), „დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე XVII ს." (1977) და სხვ., მ. შ. გამორჩეულია დონ კრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ" (1976).

ე. გიორგაძე

 

 

 

გ. გიორგაძე (1927–2005)

 

 

თ. ვ. გიორგაძე

გიორგაძე თამაზ ვასილის ძე (დ.9. I. 1947, ქუთაისი), მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (1977), სსრკ სპორტის ოსტატი (1967). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1970). გ-ის პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე. თბილისის ჩემპიონი (1968), საქართვ. ორგზის ჩემპიონი (1972, 1973), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი – მე-4 ადგილი, დაუმარცხებლად, 1978). სსრკ სტუდენტთა ორგზის ჩემპიონი (1966, 1969), სტუდენტთა მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (დრეზდენი, 1969), ევროპის ორგზის ჩემპიონი კლუბებს შორის, „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში (1976, 1979). სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადაზე საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში I დაფაზე დაიკავა I ადგილი (1979). იყო ა. კარპოვის მწვრთნელი (1980–86), ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი (1986– 92), საქართვ. დამს. მწვრთნელი. მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თ. შ. გიორგაძე

 

თ. შ. გიორგაძე

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

ჰამლეტ გრიგოლის ძე test

გ. გიორგაძე (დ. 1964).

dagdgjakldfjg gk dlkfgjs skgl kdfjgl skjflgsj ldfkgj sldfkjgsl dkjfgsl kjdflkgj sldkfjgsl kjdflgskj df